სიახლეები

სიახლეები

17 მარტი, 2020

აქცია უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი აქცია დაიწყო. მერიის თანამშრომლები გორისა და ატენის ეპარქიასთან მდებარე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლებში მიუტანენ. პირველი სადილი მერიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით შეძენილი კონტეინერებით დღეს დაარიგეს. აქციით ამ ეტაპზე 20-მა ოჯახმა ისარგებლა, თუმცა ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მოხალისეები შეძლებენ დააკმაყოფილონ ყველას მოთხოვნა. გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე, სასადილოს ბენეფიციართა უსაფრთხოება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიამ დღემდე არაერთი ღონისძიება განახორციელა, კერძოდ, პრევენციული ღონისძიებები აქტიურად გატარდა მუნიციპალურ შენობებში -დეზინფექცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, კულტურისა და სპორტის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თვითმმართველობის შენობებს. გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით და, ამავე დროს, მონიტორინგს უწევს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო საბავშვო ბაგა - ბაღების სოციალურად დაუცველ 900 აღსაზრდელთან მათი კუთვნილი პროდუქტი ადგილზე მიაქვს. საქართველოს პრემიერ მინისტრის რეკომენდაციით, 12 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალურ სერვისებს შრომის დისტანციური რეჟიმის პირობებში ახორციელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით