სიახლეები

სიახლეები

17 მარტი, 2020

გორში ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საფეხმავლო სივრცეები მოეწყობა

ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირებზე ახალი საფეხმავლო სივრცეების მოწყობის მიზნით 990 320 ლარია გამოყოფილი.

გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 26 მარტს სრულდება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლოების შემდეგ მონაკვეთებს:

✅ სტალინის გამზირი აღმოსავლეთით - სასტუმრო ინტურისტისტიდან (№26-დან) ჭავჭავაძის გამზირამდე;

✅ სტალინის გამზირი დასავლეთით - ქუთაისის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე (№13-დან №31- ის ჩათვლით);

✅ ჭავჭავაძის გამზირი ჩრდილოეთით - ცაბაძიდან გელდიაშვილის ქუჩამდე;

✅ ჭავჭავაძის გამზირი სამხრეთით - რუსთაველის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე;

ტროტუარების სარეაბილიტაციო ნაწილის სიგრძე 3000 მეტრს, ფართობი კი 8184 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში საფეხმავლოების გარკვეულ მონაკვეთებზე (დაახლოებით 1000 მეტრზე) საჭიროებიდან გამომდინარე დამონტაჟდება მოაჯირებიც.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით