
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

16 მარტი, 2020
ბარნოვის, ბარათაშვილის, ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩებისა დაცხინვალის გზატკეცილიდან შსს - ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოების გამო სამ ქუჩაზე შეფერხებით გადადგილდება ტრანსპორტი, ხოლო ბარნოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით გადაკეტილია ძმები რომელაშვილების ქუჩა (შოთა ჩოჩიშვილის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე). აღნიშნულის გამო გორის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
ქუჩების ჯამური სიგრძე 1 200 მეტრია, სამუშაოების ღირებულება კი 1 212 943 ლარია.
გარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 480 184 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გადადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ მძღოლებსა და ქვეითებს, საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე.