სიახლეები

სიახლეები

16 იანვარი, 2020

ნადარბაზევში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. შესაბამისი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სოფლისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დღემდე სასმელი წყლის არქონა წარმოადგენს. ადგილობრივები მას 7 კილომეტრიდან ეზიდებიან. პროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალური წყლის მრიცხველების დამონტაჟებას, ჭაბურღილის, სადაწნევო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი შეუფერხებლად მიიღებს სასმელ წყალს. პროექტის სატენდერო ღირებულება 457 090 ლარია, წინადადებების მიღება 25 - დან და 30 იანვრამდე გაგრძელდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით