სიახლეები

სიახლეები

15 იანვარი, 2020

ქვეშში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

სოფელ ქვეშში ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნა. ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს სკოლის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდა დეფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ადმინისტრაციულ ხაზზე გამშვები პუნქტები, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება. ქვეშის სკოლის რეაბილიტაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდიდან აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რ ისთ ვისაც 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში 40 წლის წინ აშენებული, 2017 წელს მწყობრიდან გამოსული სკოლის სამსართულიანი შენობა გარე პერიმეტრითა და ყველა კომუნიკაციით კაპიტალურად გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. დღემდე სკოლის 240 მოსწავლე 2 წლის განმავლობაში განათლებას სოფელ გარეჯვრის სკოლაში იღებდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით