სიახლეები

სიახლეები

14 იანვარი, 2020

გორის მერმა მშენებარე ობიექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მშენებარე ობიექტები მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამჟამად გორში 4 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებია აქტიურ ფაზაში. მტკვრის სანაპიროს ნაპირგამაგრება ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, საბავშვო ბაღი სადგურის დასახლებაში, ცხოველთა ახალი თავშესაფარი და მუნიციპალური ავტობუსების სადგომი კომბინატში - გასული წელს დაწყებული გარდამავალი პროექტებია, რომელთა მშენებლობა გეგმის მიხედვით 2020 წელს უნდა დასრულდეს.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. დაგეგმილია ბარნოვის ქუჩაზე სასეირნო ბულვარის მოწყობა და რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩის 370 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რითაც მნიშვნელოვნად განიტვირთება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩებზე. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები სადგურის დასახლებაში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ხელშეკრულების მიხედვით 6 თვეში უნდა დასრულდეს.

488 კვადრატული მეტრის ფართის შენობა კეთილმოწყობილი ეზოთი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და მთლიანად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 018 493 ლარია. ცხოველთა ახალი თავშესაფრის მშენებლობა კომბინატის დასახლებაში მიმდინარეობს. თავშესაფარი კომპლექსური ობიექტია, რომელიც გააერთიანებს ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს. თავშესაფრის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 897 000 ლარით აფინანსებს. თავშესაფრის მახლობლად შენდება კიდევ ერთი მუნიციპალური ობიექტი ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა. პროექტის ღირებულება 951 000 ლარია. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტს 2020 წლის გაზაფხულისთვის გადმოეცემა. პროექტის დასრულების შემდეგ პირველად გორში ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით