სიახლეები

სიახლეები

11 იანვარი, 2020

გორის მერიის საშობაო საჩუქარი პატარებს

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და გამყოფ ხაზთან მცხოვრები 500 ბავშვი თეატრში საშობაო სპექტაკლზე დაპატიჟა.
პატარებმა იხილეს ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით დადგმული წარმოდგენა “საშობაო სიმღერა”, რომელშიც შობის დღესასწაულის იდუმალებით მოცულ ღამეს ბებერი, გულქვა და ძუნწი კრედიტორი ებენეზერ სკრუჯი გულკეთილ და მოსიყვარულე ადამიანად გადაიქცევა და ღარიბებს დაეხმარება.
წარმოდგენის შემდეგ პატარებმა თოვლის ბაბუისგან საჩუქრები მიიღეს და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან ფოტოსესიაც გამართეს.
საშობაო საჩუქარი ბავშვებს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერისთავის თეატრის დირექციასთან თანამშრომლობით შესთავაზა, რისთვისაც ,,კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან“ 6000 ლარი გაიხარჯა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით