სიახლეები

სიახლეები

10 იანვარი, 2020

კირბალი-ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალისა და ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის გორის მერიამ ტენდერი 9 იანვარს გამოაცხადა.

გზის რეაბილიტაციის პროექტის სატენდერო ღირებულება 1 145 066 ლარია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 2871.34 მეტრიან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კირბალი - ზერტის საავტომობილო გზიდან იწყება და სოფელ ბერშუეთში არსებულ ხიდთან მთავრდება.

კომპანიებს სატენდერო წინადადების წარდგენა 30 იანვარის ჩათვლით შეუძლიათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით