სიახლეები

სიახლეები

26 დეკემბერი, 2019

"ნაბიჯების" საახალწლო მიღებას გორის მერია შეურთდა

სამედიცინო ცენტრმა  „იავნანამ“ და „ნაბიჯებმა“ საახალწლო მიღება გამართეს. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას 150-მდე ბავშმა მიიღო. 

ღონისძიებას გორის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი , გორის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიხრაძე და მერიის წარმოამდგენლები საახალწლო ნობათით შეურთდნენ. 

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა  და გორის მერიის წარმომადგენლებმა პატარებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს და მათთან ერთად საახალწლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 

„გორის მერია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ფულადი თანხით ეხმარება შშმ ბავშვებს.  ეს ბავშვები რეაბილიტაციას სწორედ სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯებში“ გადიან. მინდა ყველა მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა და ნათელი მომავალი. ვ ცდილობთ, რომ მერიის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული  ბენეფიციარების საჭიროებებზე" -  პაატა ივანიშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით