სიახლეები

სიახლეები

25 დეკემბერი, 2019

სოციალურად დაუცველ, უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს გორის მერიამ სიურპრიზი გაუკეთა

სოციალურად დაუცველ, უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს გორის მერიამ სიურპრიზი გაუკეთა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი ანიმატორებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის და საზოგადოება ბილიკის აღსაზრდელებს ესტუმრა.

ზღაპრის გმირებმა პატარების განწყობაზე იზრუნეს, თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღის გალამაზება შევძელით. პატარებთან ერთად ახალი წლის მოახლოება ვიზეიმეთ. მერია ყოველთვის ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. მინდა ყველას მივულოცო შობა - ახალი წელი და ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე ვუსურვო“- პაატა ივანიშვილი.

პატარების საახალწლო სიურპრიზი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების თანადაფინანსებით პროგრამით დაფინანსდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით