სიახლეები

სიახლეები

09 დეკემბერი, 2019

საჯარო განხილვა უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაციის შესახებ

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი;  

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის  დრო და ადგილი:

2019  წლის  20 დეკემბერი   14:00  საათი  გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
 
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ  უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ქ. სოფ. ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა,  მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2019 წლის  23 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით