სიახლეები

სიახლეები

17 ოქტომბერი, 2019

გორის მერია ფეხბურთის რეგიონალური ტურნირის "7x7 " გამარჯვებულია

გორის მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ფეხბურთის გუნდი 7x7 "Master League" რეგიონული თამაშის გამარჯვებული გახდა. პირველობისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი იბრძოდა. რეგიონალურ ტურნირს ხაშურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

გორის მერიის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გამარჯვებულ გუნდებთან შესახვედრად ემზადება და გამარჯვების შემთხვევაში უკვე ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს. რეგიონალურ შეჯიბრებამდე, როგორც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გორშიც ჩატარდა შესარჩევი ტურნირი.

ტურნირი 7x7 "Master League "ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზაბითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა. #იცხოვრეფეხბურთით #ითამაშემასტერლიგა #ქართულიფეხბურთისთვის

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით