სიახლეები

სიახლეები

16 ოქტომბერი, 2019

მერია 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს წელსაც დააჯილდოებს

სტუდენტებს, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერია დააჯილდოებს. მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.

ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული ინიციატივა ეხება 2019 წლის სკოლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას: 1) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; 2) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი, გაუქმებული ქ. გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმართველი თემის ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა; დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

• განცხადება (განცხადების ფორმა - https://drive.google.com/open?id=1mwWZnadovZe10NWUGyy5yr-HHvioL83S; )

• პირადობის მოწმობის ასლი;

• ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);

სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;

• ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

• საბანკო ანგარიშის ნომერი. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 17 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის ჩათვლით. საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი - ნინო ბერიანიძე; ტელ: 599 85 17 47;

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით