სიახლეები

სიახლეები

12 ოქტომბერი, 2019

გორის საპატიო მოქალაქის წოდება 15 ადამიანს მიენიჭა

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭა მშენებელს ვახტანგ ყანჩაველს, პედაგოგებს სესილი ხუციშვილსა და ცირა ჯაჯანიძეს, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს თინათინ სოსანიძეს, მწერალ ვაჟა შაქარაშვილს, სპორტსმენს თენგიზ ხუბულურს, გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, ა(ა)იპ კურტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხემძღვანელს რობერტ მაღლაკელიძეს, სპორტის ოსტატსა და მწერალმა გერონტი გოგინაშვილს, კულტურის მოღვაწეს დავით ქიტიაშვილს, ექიმს გურამ მაჩაიძეს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს სევერიან ქარელს, ვეტერან ფეხბურთელს ჯემალ რაზმაძეს, ძეგლთმცოდნე პაატა ბესტავაშვილს და შინდისელ ელქტრიკოსს, რომელიც აგვისტის ომის დროს მხარში დაუდგა შინდისის გმირებს ბადრი ხუციშვილს.

საპატიო მოქალქეები მუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გააგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით