სიახლეები

სიახლეები

12 ოქტომბერი, 2019

გორის დღე 2019

12 ოქტომბერს გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდა.

მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქცისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა. სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო, ჭაჭა და მონაწილეობა მიეღოთ ყურძნის წურვის, ჩურჩხელებისა და ხელნაკეთი ნივთების მომზადების პროცესში. გარდა გორისა დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების კუთხეებიც.

მთელი დღის განმავლობაში დღესასწაულის ფარგლებში უწყვეტად მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.

ღონისძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალაქტიონ ტაბიძის ხეივნიც გახსნეს. მათ ფეხით გაიარეს გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე მოწყობილი ბილიკი, რომელზეც ცნობილი პოეტი ყოველდღე დადიოდა კარალეთის სკოლაში მოღვაწეობისას.

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქეები მუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გააგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ.

"გორის დღე 2019" ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე გალა - კონცერტმა და ფოიერვერკმა დაასრულა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით