სიახლეები

სიახლეები

07 აგვისტო, 2019

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას საფეხბურთო ტურნირი მიეძღვნა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვებისათვის გორის „დილამ“ და ზესტაფონის „მარგვეთმა“ იასპარეზეს. ფინალური შეხვედრა 3:0 ანგარიშით, გორის „დილას“ გამარჯვებით დასრულდა. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე ქართველი ამპუტანტი ფეხბურთელების გარდა, ბაქოს ,,ყარაბაღიც“ მონაწილეობდა. ტურნირის ძირითადი თამაშები 5-6 აგვისტოს თბილისში, ,,იმედის“ სპორტკომპლექსში გაიმართა , ხოლო მესამე ადგილისათვის ბათუმისა და თბილისის გუნდები ერთამნეთს გორში დაუპირსპირდნენ. ტურნირი საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცის ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით