სიახლეები

სიახლეები

05 აგვისტო, 2019

დღეიდან გორის ქუჩები მოირეცხება

„ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი, სამი ერთეული მცირე და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა. „კეთილმოწყობის სააგენტოს“ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაციისას. ქუჩის მოსარეცხი მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. შსაბამისად ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შეუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა. მერიამ ექვსი ახლადშეძენილი სპეცმანქანა ექსპლუატაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობი სააგენტოს“ გადასცა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით