სიახლეები

სიახლეები

08 აგვისტო, 2019

8 აგვისტო გორში

გორში 2008 წლის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

“უკვე 11 წელია საქართველო რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგებს იმკის. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა. დღეს პატივი მივაგეთ 2008 წელს დაღუპული გმირების ხსონვას. ისინი სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიამ გადაიხადა.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით დღეს პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გორსა და შინდისში იმყოფებოდა. ისინი ანწუხელიძის ქუჩაზე, ახლადაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გარდა ამისა დღეს საღამოს, 21:00 საათზე, სანთლების აქცია გაიმართება აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით