ლაშქრობები, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები - მოზარდები საველე პირობებში, კარვებში ცხოვრებას სწავლობენ.
„საზაფხულო ბანაკი 2019“ ბობნევში გაიხსნა, სადაც 200 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაისვენებს. მერია პროექტს 31 550 ლარით აფინანსებს. 12 -დან 16 წლამდე მოზარდებს ბანაკი ოთხ ეტაპად უმასპინძლებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლ
ის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ბანაკში ბავშვებს შეხვდნენ და სპორტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
„საზაფხულო ბანაკი 2019“ ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.
მომდევნო ჯგუფებში მოხვედრის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება.
მოზარდების შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება. კონკურსი ორ ეტაპს ითვალისწინებს: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს.
ბანაკში დასვენების მსურველმა ბავშვებმა უნდა წარმოადგინონ:
✅ შევსებული აპლიკაცია, მშობლის თანხმობის წერილთან ერთად იხ: https://drive.google.com/…/14B_RPCHR9M5hwsv4vs4tDhvw4…/view…
✅ დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი
✅ ცნობა ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N 100
სასურველია დოკუმენტაციას დართული ჰქონდეს:
✅რეკომენდაცია სასწავლებლიდან
✅არასამთავრობო ორგანიზაციიდან
✅მიღებული სერტიფიკატები
✅ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან