
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

06 ივლისი, 2019
ახალბაღის განახლებულ ღია კინოთეატში პირველი ჩვენება უკვე მოეწყო.
მაყურებლებისათვის წარმოდგენილი იყო დევიდ სანდბერგის 2019 წლის სათავგადასავლო, კომედიური და ფენტეზის ჟანრის ფილმი „შაზამი“.
ღია კინოთეატრში სხვადსახვა ჟანრის ფილმის ჩვენებები ყოველკვირეულად მოეწყობა, კინოთეატრის სივრცე სხვა დატვირთვასაც მიიღება - მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, კინოთეატრის სივრცე კარგი ადგილია ახალგაზრდული ღონისძიებების ჩასატარებლადაც.
კინოთეატრის ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ აღდგა და შეიღება ტრიბუნის დაზიანებული ნაწილები, ტრიბუნების წინ მოიხსნა მიწის დიდი ფენა - მოიხრეშა და მოეწყო საცეცხლური, დამონტაჟდა მონიტორი და კინოთეატრის მიმდებარედ დამატებითი დიოდური გარე განათებები მოეწყო.