სიახლეები

სიახლეები

08 ივლისი, 2019

განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო კონსულტაცია

18 ივლისს 10:00 საათზე გორის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო კონსულტაცია, გთხოვთ მობრძანდეთ ! 
მისამართი: გრ. ფერაძის ქ. N5
საჯარო კონსულტაცია ჩატარდება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში, რომელიც მოიცავს ქ. გორში 58,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას. 

2019 წლის 7 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში: „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების მეშვეობით" ზემოხსენებული ტერიტორიის პირველი საჯარო კონსულტაცია უკვე ჩატარდა, კონსულტაციაზე დამსწრე მოსახლეობის იდეები შეგროვდა და იქნა ინტეგრირებული აღნიშნულ გეგმაში, რომელიც მოსახლეობას პოლონელი ექსპერტები 18 ივლისს წარუდგენენ.

ამ კონსულტაციის მთავარი მიზანია, კვლავ იქნას მოსახლეობის და ყველა დაინტერესებული პირის შეკრება, რათა შესაძლებელი გახდეს გეგმით შეთავაზებული ახალი გადაწყვეტილებების განხილვა. შეხვედრაზე შემოთავაზებული იდეების და შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის დაზუსტებული ვერსია გადაეცემა გორის მერიის წარმომადგენლებს, შემდგომი განხილვისა და საბოლოო მიღების მიზნით.

შეხვედრას უმასპინძლებს გორის მერიის წარმომადგენლები და პროექტის პოლონელი პარტნიორები.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით