სიახლეები

სიახლეები

29 მაისი, 2019

ძიუდოს ტურნირი მერიის თასზე

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის სკოლის დარბაზში გორის მერიის თასზე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოასპარეზე 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენებთან ერთად უკრაინის ქალაქ ვასილკოვოს საჭიდაო სკოლის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის მონაწილეები და გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ვასილკოვოს მერის მოადგილემ ვლადიმერ გურეევმა მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. უკრაინელი ძიუდოისტები ვასილკოვოს მერთან, განათლების განყოფილების ხელმძღვანელთან და მთავარ მწვრთნელთან ერთად გორში უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გორელ სპორტსმენებთან ერთობლივი ვარჯიშები ჩაატარეს, გორის ღირშესანიშნაობებს გაეცნენ და 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებსაც დასწრნენ. უკრაინელთა ვიზიტი გორისა და ვასილკოვოს მუნიციპალიტეტებს შორის არსებული მემორანდუმით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა გასულ წელს დეკემბრის თვეში დაიწყო, როცა ვასილკოვოში 2004 – 2008 წლებში დაბადებული 10 გორელი სპორტსმენი იმყოფებოდა და ერთობლივ წვრთნებთან ერთად სპორტულ ტურნირშიც მონაწილეობდნენ, საიდანაც 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით