სიახლეები

სიახლეები

27 მაისი, 2019

პროექტ "ახალგაზრდა დიპლომატებში" მონაწილეობისთვის აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი „ახალგაზრდა დიპლომატები“ განხორციელდება.

პროექტის საშუალებით 15-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს  ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება როგორც დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით , ასევე განივითარონ პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები.

პროექტს ასოციაცია „ნაკვალევი“ განახორციელებს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სატრენინგო მოდულებს ჩაატარებენ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გამოცდილი სპეციალისტები.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმების შერჩევა და გასაუბრება.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 მაისი.

საკონტაქტო ინფორმაცია :  

თამარ გოგატიშვილი

ელ-ფოსტა: gogatishvilitamar@gmail.com

ტელეფონი:  577 33 91 62

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა

სააპლიკაციო ფორმა "ახალგაზრდა დიპლომატები"

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით