სიახლეები

სიახლეები

02 მაისი, 2019

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  ეკონომიკური განვითარების გეგის შეჯამება 

2017 წლის 4 აგვისტოს, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრობაზე გორის მუნიციპალიტეტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შესაძლებელი გახდა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება. წინამდებარე გეგმის ამოცანაა, 2017 წლამდე მდგომარეობის გაანალიზებით, მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევის მხარდამჭერი პრინციპების განსაზღვრა და კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა.

გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ ეკონომიკის სექტორზე და წარმოადგენს მოკლე, ლაკონურ დოკუმენტს, სადაც ნათლადაა გაწერილი თითოეული ასპექტი და მოიცავს ორ წლიან სამოქმედო გეგმას. გეგმის შემუშავების პროცესში განხორციელდა მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის სიღრმისეული კვლევა, რომელმაც გამოავლინა განვითარების ყველაზე დიდი შესაძლებლობის მქონე ორი სექტორი: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

ასევე, გამოვლინდა სუსტი მხარეებიც, როგორებიცაა: ფინანსებზე წვდომის სირთულე, დაბალ-კვალიფიციური ადამიანური რესურსი და უმუშევრობის მაღალი დონე. შემუშავდა მუნიციპალიტეტის განვითარების საერთო ხედვა, რომელიც გულისხმობს კარგი მმართველობით, ახალი ინვესტიციების მოზიდვით, ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის შესაძლებლობების განვითარებით ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას, რაც საერთო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას.

განისაზღვრა მუნიციპალიტეტის მთავარი მიზნები: ტურიზმის განვითარება; სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება; ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა, მოსახლეობის დასაქმება და მეწარმეობის ხელშეწყობა. მიზნების მისაღწევად დაისახა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, ცოდნის/კვალიფიკაციის ამაღლება და მუნიციპალიტეტის მარკეტინგული ღონისძიებების გამრავალფეროვნება.

გეგმა ასევე მოიცავს საჭირო დაფინანსების რაოდენობასა და სავარაუდო წყაროებს. გორის მუნიციპალიტეტი მზადაა გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილის საკუთარი ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად, თუმცა აუცილებელია, გააქტიურდეს მუშაობა დაფინანსების გარე წყაროების მოსაძიებლად.

სრული დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე :

გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით