სიახლეები

სიახლეები

15 მაისი, 2019

სკრინინგ-აქცია - ჰიპერტენზიის დღე

 

მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანია ,,მაისი გაზომვების თვე 2019’’ დღეს გორში  გაიმართა.

კამპანია  გაიხსნა ჭავჭავაძის გამზირზე,  თეატრის სკვერში,  სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გაეზომა წნევა და მიეღო უფასო კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ  სპეციალისტებისგან.

კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ჰიპერტენზიის საზოგადოება და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. 2017-2018 წლებში 20 000 მდე ადამიანმა გაიზომა და შეაფასა წნევა, რომელიც მიღწეულია 500-მდე მოხალისე ექიმის მონაწილეობით.

არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით