სიახლეები

სიახლეები

13 მაისი, 2019

პროექტი „ახალგაზრდული ფორუმი“

პროექტ „ახალგაზრდული ფორუმის“ ფარგლებში მოსწავლე - ახალგაზრდებისთვის მოეწყო ტრენინგი თემაზე „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ (ტრენერი - მაია ტყემალაძე). ტრენიგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

-         ინფორმაცია პროფესიის სწორად არჩევის შესახებ;ს

-         კარიერის დაგეგმვის პროცესი უწყვეტი განათლების ჭრილში;

-         პიროვნებათშორისი განსხვავებულობის გავლენა პროფესიის შერჩევისას;

-         სტერეოტიპების გავლენიც გაცნობიერება;

-         ტიპიური შეცდომები პროფესიის არჩევისას  და ა. შ.

პროექტი  „ახალგაზრდული ფორუმი“ საზოგადოება „ბილიკის“ მიერ    გორის მუნიციპალიტეტის  მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში  ხორციელდება და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას მოსწავლე-ახალგაზრდებში.

„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ მუნიციპალური პროგრამაა, რომლის  ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების საგანმანათლებლო ინიციატივები ფინანსდება, რითაც მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას,  მოსწავლე - ახალგაზრდობის გააქტიურებას და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით