სიახლეები

სიახლეები

10 მაისი, 2019

გორი ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაზე

გორის მუნიციპალიტეტი ბათუმის საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 და საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მე-2 ("EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019") გამოფენის მონაწილეა. ბათუმში გორს მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო წარადგენს კერამიკის გორელ ოსტატთან გივი ტატულაშვილთან ერთად. გამოფენის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ღონისძიების სტუმრებს შორის აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები, საინფორმაციო მასალების გავრცელება, კონტაქტების გაცვლა და ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია. ღონისძიების მიზანია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმის განვითარება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ჩვენება, კონფერენციების, სემინარების, საინფორმაციო ტურების მოწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას. გამოფენა სამდღიანია. მისი ორგანიზატორია საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO". გამოფენებში მონაწილეობენ ორგანიზაციები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გერმანია, ბელორუსია, ჰოლანდია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით