
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

01 მაისი, 2019
ქვეშის საბავშვო ბაღს USAID-ის ზრდა პროექტმა რეაბილიტაციის პროექტი გადასცა.
„პროექტი ითვალიწინებს საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო ნაწილის კაპიტალურ რემონტს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორგანიზაცია შეძლებს კონტიგენტის გაზრდას და გარდა ქვეშისა მოემსახურება არცევში მცხოვრებ პატარებსაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოსა და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ზრდა-ს განხორციელებისთვის, რომლის ფარგლებშიც მომზადდა აღნიშნული დოკუმენტი.“ - განაცხადა გორის მერმა.
დღეს კონსტანტინე თავზარაშვილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლიანა კოვზიაშვილთან და USAID-ის პროექტ ზრდა-ს წარმომადგენელთან ნონა თათეშვილთან ერთად, ქვეშის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.
სარებილიტაციო პროექტი მომზადდა USAID-ის პროექტ ზრდა-სა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. მხარეებმა ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც პროექტი მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა.
გარდა საპროექტო-სახართჯაღრიცხვო დოკუმენტაციისა, USAID ზრდა, ეუთოს-თან თანამშორმლობით, სარეაბილიტაციო პროექტით გათვალიწინებული სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას უზრუნველყოფს. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მალე გამოცხადდება ტენდერი.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს.