სიახლეები

სიახლეები

25 აპრილი, 2019

7 მაისს გორში განაშენიანების გეგმის კონცეფციის შესახებ საჯარო განხილვა მოეწყობა

7 მაისს 10:00 საათზე გორის  მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო კონსულტაცია  განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის შესახებ. 

საჯარო კონსულტაცია ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა,  საქართველოს ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების გზით ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმვის კუთხით. ამ მიზნით, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება განაშენიანების რეგულირების საპილოტე გეგმების მომზადება ორი შერჩეული მუნიციპალიტეტისთვის, რათა შეფასდეს დაგეგმვის არსებული სისტემის ფუნქციონირება ადგილობრივ დონეზე.

პროექტის კომპონენტი მუშაობის მეორე ეტაპზეა, რაც მიზნად ისახავს განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის მომზადებას შერჩეული ტერიტორიისთვის. 

ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონცეპტუალური გადაწყვეტილებები  განხილულ იქნეს და შეთანხმდეს დაინტერესებულ მხარეებთან - საჯარო, ბიზნესის და მთავრობის სექტორის წარმომადგენლებთან. კონსულტაციის მთავარი მიზანია დაინტერესებულ პირთაგან მოსაზრებების მიღება და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა.

2018 წლის 1 ივლისს, დაძმობილების პროექტის ფარგლებში და პოლონელი ექსპერტების დახმარებით, გორის მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლობა შეემუშავებინა და მიეღო განაშენიანების რეგულირების გეგმა კონკრეტული ტერიტორიისთვის (დაახლოებით 58 ჰა), რომელიც მდებარეობს ქალაქ გორის ჩრდილოეთ ნაწილში.

შეხვედრა  გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის  წარმომადგენლებისა და პროექტის პოლონელი პარტნიორების მხარდაჭერით.

კონსულტაციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საკონტაქტო პირები:

გორის მუნიციპალიტეტი:

ქეთევან არსენიძე - +995 551 558 501

დაძმობილების პროექტი:

მაკა ალიოღლუ - +995 558 616 621

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით