სიახლეები

სიახლეები

25 აპრილი, 2019

კონკურსი ,,დაგვანახე შენი სოფელი" დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს კონკურსს ,,დაგვანახე შენი სოფელი".
კონკურსი მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ თავისი მშობლიური მხარე მსოფლიოს გააცნოს. კონკურსის პირობების თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს თავისი ქალაქის, სოფლის თუ დაბის შესახებ საინტერესო ცნობები და ისტორიები გაუზიაროს საზოგადოებას, უნდა გადაიღოს ვიდეო და ატვირთოს ფეისბუქის გვერდზე - ,,დაგვანახე შენი სოფელი".
ვიდეოების ატვირთვა ან გამოგზავნა შესაძლებელია 15 მაისამდე. ვიდეო უნდა იყოს 30 წამიდან 7 წუთამდე.
 
22 მაისს 6 კაციანი ჟიური გამოავლენს კონკურსის ერთ ფინალისტს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც დაჯილდოვდებიან Sumsung Galaxy S8-ით. ფეისბუქ რჩეულის 1 ხმა კი გამოავლენს საუკეთესოს, რომლის მიხედვითაც მომზადდება საიმიჯო რგოლი და გავრცელდება ტურისტული სააგენტოების მიერ.
პროექტი ,,დაგვანახე შენი სოფელი" ხორციელდება ა(ა)იპ,,მომავლის სოფლის“ მიერ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით. კონკურსის იდეის ავტორია გურამ მეგრელიშვილი.
პროექტის მიზანია შიდა ქართლის პოპულარიზაცია და მისი ტურისტული პოტენციალის ზრდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით