სიახლეები

სიახლეები

10 აპრილი, 2019

მოსახლეობასთან შეხვედრა თედოწმინდაში

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან ერთად სოფელ თედოწმინდაში მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გარე განათების სანათების დამატება მიმდინარეობს და პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შემოიღობება სასაფლაო. 2019 წელს თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის ახალი შენობაც აშენდება. თედოწმინდაში უკვე დასრულდა გაზიფიცირება, მოწესრიგებულია სასმელი წყლის პრობლემა, ეტაპობრივად იწმინდება შიდა სარწყავი არხები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით