სიახლეები

სიახლეები

10 აპრილი, 2019

9 წელი ლეხ და მარია კაჩინსკების ტრაგედიიიდან

გორში ლეხ და მარია კაჩინსკების ტრაგედია გაიხსენეს. მათ საპატივსაცემოდ კაჩინსკების ქუჩაზე მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუმრები პოლონეთის საელჩოდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლონური წარმომავლობის მქონე მოქალაქეები, სასწავლო ვიზიტებით პოლონეთში სხვადასხვა დროს მყოფი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოქალაქეები.

მათ გვირგვინით შეამკეს პოლონელი მარშალის იოზებ პილსუდსკის მემორიალიც, რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ, მისივე სახელობის სკვერშია მოწყობილი. ავიაკატასტროფაში დაიღუპული ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა 2011 წელს, ხოლო იოზებ პილსუდსკის სახელობის სკვერი 2017 წელს გაიხსნა გორში.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პოლონური მხარის წარმომადგენლებს, პოლონური წარმომავლობის მქონე მოქალაქეებსა და სასწავლო ვიზიტებით პოლონეთში სხვადასხვა დროს მყოფ ახალგაზრდებს ადმინისტრაციულ შენობაშიც შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს როგორც გორისა და პოლონეთის მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებზე, ასევე სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით