სიახლეები

სიახლეები

09 აპრილი, 2019

გორში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, 9 აპრილის სახელობის სკვერში შეკრება დილიდანვე დაიწყეს სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ღონისძიებაც გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

#მადლობათავისუფლებისთვის

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით