
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

03 აპრილი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგნეტო ახალგაზრდებს იწვევს პოლონეთში „Bolesławowo Business Week“ -ში მონაწილეობის მისაღებად.
„Bolesławowo Business Week” გაიამრთება 2019 წლის 30 ივნისიდან - 05 ივლისამდე, სოფლის მეურნეობის სკოლაში (Zespół Szkół Rolniczych Centrum Kształcenia Praktycznego) ბოლესლავოვოში (პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
· გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16–18 წლის ახალგაზრდას, კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (BBW–სსაკომუნიკაციო და სამუშაო ენა არის ინგლისური).
გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს:
· შერჩეულ მონაწილეთა ტრანსპორტირებას საქართველოდან პოლონეთამდე და უკან; მასპინძელი ორგანიზაცია დაფარავს განსახლებისა და კვების ხარჯებს.
შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთის პასპორტი, დაზღვევა და მინდობილობა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ თანმხლებ პირზე.
"Bolesławowo Business Week" – ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეული არის უნიკალური ღონისძიება, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს შეასწავლოს მეწარმეობის საფუძვლები და პრაქტიკული აზროვნება, ამერიკელი თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ბიზნესს სიმულაციებში. ოპონირებას გაუწევენ ერთმანეთს ისეთ ბიზნესს საკითხებში როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ღირებულება, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსები, საზოგადოებასთან ურთიერთობეა და სხვა.
პროგრამაში რეგისტრაციისათვის მსურველებმა 2019 წლის 20 აპრილამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე - https://docs.google.com/forms/d/1p95GUfVT2WVquAt0rtHofhNGlmhq3P4eyeoQ90fFCLY/viewform?ts=5c9892fa&fbclid=IwAR3X95vLRG7fCfp8hOtv8a4h-LM6Qs5jso7w45dRqHx5BH0mzsuBgjdj90c&edit_requested=true
მონაწილეთა შერჩევა მოხდება შევსებული განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე, მონაწილეთა შესარჩევად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ.