სიახლეები

სიახლეები

02 აპრილი, 2019

აუტიზმის მსოფლიო დღე გორში

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე გორში, ტრადიციულად უკვე რამოდენიმე წელია აღინიშნება. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დღვანდელი დღე გასართობმა ცენტრმა „ქიდსლენდმა“ გაულამაზა. ღონისძიებას ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ფსიქოლოგები და ექიმები ესწრებოდნენ.

2018 წლიდან მერიამ დაფინანსება გაზარდა და მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის, აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვებს, უკვე მეორე წელია მკურნალობის ხარჯები 2000 ლარით უფინანსდებათ. გარდა ამისა უკვე სამი წელია რაც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში აუტიზმისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპორტული ჯგუფი ფუნქციონირებს. სპორტულ აქტოვობებში ჩართული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები იძენენ იმ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ეხმარება მათ სოციალიზაციაში.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით