სიახლეები

სიახლეები

31 მარტი, 2019

გორმა პირველად ოფროუდის ჩემპიონატს უმასპინძლა

ოფროუდ ტროფი სპრინტში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ექსტრემალური შეჯიბრი, რომელშიც 22 ავტომობილი მონაწილეობდა, ოთხ კატეგორიაში გაიმართა. თითოეულ კატეგორიაში სამ - სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველ საპრიზო ადგილების მფლობელ მონაწილეებს პრიზები გორის მერიამ გადასცა. ჩემპიონატის ფარგლებში შეჯიბრების კიდევ სამი ეტაპი გაიმართება, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი უმასპინძლებს. ტურნირის გამარჯვებული ოთხივე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდება. შეხვედრა საქართველოსა და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციების ორგანიზებითა და გორის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით