სიახლეები

სიახლეები

30 მარტი, 2019

გორში დედამიწის საათის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს

„დედამიწის საათი 2019“ ფარგლებში გორში დასუფთავების აქცია და ახალგაზრდებისათვის ფილმის ჩვენება მოეწყო. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (CEEN-ის) ერთობლივ ღონისძიებებში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომაც მიიღო.

გორის N1 საჯარო სკოლაში „ლიდერთა ლიგისა“ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის თემაზე სპეციალურად გადაღებული ფილმის - „გაიგე მეტი ნარჩენების მართვის შესახებ“ ჩვენება გაიმართა, ფილმის დასასრულს დისკუსია და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ეკატერინე სუხიშვილთან შეხვედრა გაიმართა.

დღესვე „დედამიწის საათი 2019-ის“ ფარგლებში18:00 საათზე სტალინის მუზეუმის მიმდებარე სკვერში დაგეგმილია გარბენი, 18:30 და 20:00 საათზე ამავე სკვერში გაიმართება კონცერტი და სანთლების დანთების აქცია, 20:30 - დან 21:30 საათამდე ადმინისტრაციულ შენობებში გაითიშება ელ.ენერგია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით