სიახლეები

სიახლეები

29 მარტი, 2019

ერასტი ელიჯარაშვილი სოფელ არაშენდას მოსახლეობას შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი გორის მერიის თანამშრომლებთან ერთად სოფელ არაშენდაში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გორის მერიის წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობისგან არსებული პრობლემები დეტალურად მოისმინეს და მათთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებსა და მათთვის პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრეს.

ერასტი ელიჯარაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სოფელ არაშენდაში სხვადსახვა ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა, დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ბუნებრივი აირთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობა მერიის მხრიდან უკვე გაკეთებულია.

მიმდინარე წელს 2019 არაშენდაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 400 000 ლარი დაიხარჯება - მოეწყობა ჭაბურღილი, საქლორატორო და ძირითადი რეზერვუარი, 1550 მ. მაგისტრალი და შიდა ქსელი მრიცხველების კვანძებით. 16 000 ლარამდე დაიხარჯება გარე განათებისათვის.სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ არაშენდაში სკვერის მოწყობაც იგეგმება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით