სიახლეები

სიახლეები

25 მარტი, 2019

ამირან გამყრელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალულმა დირექტორმა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებს პირველადი ჯანდაცვის დონეზე С ჰეპატიტზე, აივ/შიდსა და ტუბერკულიოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროექტი გააცნო.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული დაავადებების მატარებელი ადამიანების გამოვლენა და მკურნალობა დღესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, ელიმინაციის მიმდინარე პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, აუცილებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის ეფექტურად განხორციელება, რაც შეუძლებელია მუნიციპალიტეტების თანადგომის გარეშე.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით