სიახლეები

სიახლეები

21 მარტი, 2019

ქართული ჟურნალისტიკის დღე

გორის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. კონსტანტინე თავზარაშვილმა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლები გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია, საჩუქრები გადასცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. საზეიმო ტორტის გაჭრამდე, ჟურნალისტებს მერმა ისრაელში და პოლონეთში ვიზიტების შედეგების, კერძოდ აღნიშნულ ქვეყნებთან დაგეგმილ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ქართული ჟურნალისტიკის დღე სტუმრებს მერთან ერთად, შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შემოქმედებითი წარმეტებები უსურვეს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით