
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

20 მარტი, 2019
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 600 000 - მდე ლარის ღირებულების 153 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის ოცდაორი ადმინისტრაციული ერთეულის 115 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
აღნიშნული პროექტების ნუსხა, რომელიც გორის მერიამ შესათანხმებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა, საკრებულოს წევრებმა 11 მარტის სხდომაზე №61 განკარგულებით დაამტკიცეს. დოკუმენტი იხილეთ ბმულზე - http://gori.gov.ge/sajaro-informacia11
სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ობიექტების შენობების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემის მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაიგეგმა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მალე გამოცხადდება ტენდერები პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.