
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

18 მარტი, 2019
კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 335 მეტრი სიგრძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება, როგორც სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები. გზის საფარის ზედა ფენა, როგორც ქუჩაზე ასევე მის მიერთებებზე, წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, ღორღოვანი ასფალტბეტონით მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, ხელშეკრულების მიხედვით შპს „იბოლიამ“ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიაშნავია, რომ 2018 წელს გორის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სანიაღვრე სისტემაც მოეწყო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მძღოლებს ასევე ქვეითებს, კახნიაშვილის ქუჩაზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.