სიახლეები

სიახლეები

18 მარტი, 2019

ახალი საბავშვო ლიტერატურა სააღმზრდელო დაწესებულებებს

შავშვებისა და გორის მე-19 საბავშვო ბაღების ბიბლიოთეკები ახალი წიგნებით შეივსო.

ორგანიზაციებს საბავშვო ლიტერატურა საჩუქრად მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ და მისმა მეუღლემ, გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

ალექსი ჩიღვინაძე რამდენიმე თვის წინ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა. საბავშვო ბაღების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების მიზნით, მიღებული ჰონორარით მწერალმა საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. მან 130 - მეტი წიგნი გორის მუნიციპალიტეტის იმ საბავშვო ბაღებს შორის გადაანაწილა, რომელთა კონტიგენტიც ყველაზე მეტ დევნილ აღსაზრდელს ითვლის. მწერალმა რამდენიმე ეგზემპლარი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიბლიოთეკასაც აჩუქა. აღნიშნული წიგნებით სარგებლობა აღსაზრდელების მშობლებსაც შეუძლიათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით