სიახლეები

სიახლეები

14 მარტი, 2019

ვეტერანების საყურადღებოდ!

საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 16 მარტს, გორში, ჯანმრთელობის ცენტრ „სოფია მკურნალის“ შენობაში(ცხინვალის გზტ. N9) უფასო სამედიცინო აქციას გამართავს.

ასოციაციასთან არსებული სამედიცინო ბრიგადის მაღალკვალიფიციური ექიმები გასინჯვებსა და გამოკვლევებს ჩაუტარებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს. ბენეფიციარებს კონსულტაციასთან ერთად ჩაუტარდებათ გამოკვლევები: მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოგრამის გადაღება, ქალბატონებს გაუკეთდებათ PAP ტესტი (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა), მამაკაცებს პროსტატის ანალიზი (PSA ტესტი), სისხლის ანალიზი (ჰემოგლობინი, გლუკოზა, პროთრომბინი).

აქციის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს უფასოდ დაურიგდებათ სხვადასხვა სახის მედიკამენტებიც. უფასო სამედიცინო აქცია 16 მარტს დილის 11 საათიდან 16 საათამდე გაგრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით