სიახლეები

სიახლეები

13 მარტი, 2019

სოფელ ახალხიზას ბეთლემი ეწოდა

სოფელ ახალხიზისთვის სახლწოდების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 11 მარტს მიიღო. გორის მერიამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა და სოფლისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების ინიციატივით წარმომადგენლობით ორგანოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა. არქივში მოძიებული მასალების მიხედვით, დასახლება ბეთლემის სახელწოდებით ბოლოს დაახლოებით ერთი საუკუნის წინანდელ ჩანაწერებში გვხდება. ბეთლემი, სადაც ამჟამად 130 - მდე ოჯახი და 400 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გორიდან 7 კილომეტრში, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 630 მეტრზეა გაშენებული.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით