სიახლეები

სიახლეები

08 მარტი, 2019

ქალთა კვირეული დასრულდა

გორში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც 3 - დან 8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა, დღეს კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში მხოლოდ მამაკაცი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ქალთა საერთაშორისო დღესასწაული გორის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დასუფთავების სამსახურისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ქალბატონ თანამშრომლებს მიულოცა. ქალაქის სისუფთავეზე მზრუნველ მანდილოსნებს, ქოთნის დეკორატიულ ყვავილებთან ერთად, მადლობის სიგელებიც გადაეცათ.

3 მარტს კონსტანტინე თავზარაშვილი მელოგინე და 100 წელს გადაცილებულ, მოხუც ქალბატონებს სტუმრობდა. მან თითოეულ მათგანს დედის დღე მიულოცა და გორის მერიის სახელით საჩუქრები გადასცა. დედის დღე გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნათია მაკრახიძის მონოსპექტაკლით "ფანჯრებს იქით" აღინიშნა. კვირეული დატვირთული იყო სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებებით. სპორტული აქტივობები - მარათონი, მხიარული სტარტები, ტურნირები ფეხბურთსა და კალათბურთში ქალბატონების მონაწილეობით გაიმართა.

გარდა დღევანდელი კონცერტისა, გორელ ქალბატობს 7 მარტს ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებით საღამოზე დასწრების საშუალებაც ქონდათ. კომპოზიტორი გორელი მსმენელის წინაშე მეგობრებთან ერთად წარსდგა. კვირეულის ფარგლებში ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ გამოფენას უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო ექვსი მხატვრის შემოქმედება, რომელიც თემატურად ქალბატონებს უკავშირდებოდა. ღონისძიებები, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იყო, გორის მერიის, ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და ხელშოწყობის სააგენტოსა“ და ა(ა)იპ „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ინიციატივითა და ორგანიზაბით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით