სიახლეები

სიახლეები

04 მარტი, 2019

მხატვარი ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გორელი მხატვარი ქალბატონების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ექვსი სხვადასხვა მხატვრის ნახატებია წარმოდგენილი , რომლებიც თემატურად ქალბატონებს და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას უკავშირდება.

სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელის კახაბერ თოფჩიშვილის განცხადებით, გამოფენის ზოგიერთი მონაწილე ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროფესიონალი მხატვარია, გამოფენაში მონაწილეობას თვითნასწავლი და ნაკლებად ცნობილი მხატვრებიც იღებენ. მისი აზრით, მსგავსი შესაძლებელობები ნაკლებად ცნობილ და ახალ მხატვრებს პოპულარიზაციისთვის ძალიან დაეხმარებათ.

გამოფენის გახნის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლება მხატვარ ქალბატონებს მადლობა გადაუხადეს გამოფენაში მონაწილეობისათვის და ყვავილები გადასცეს. სამხატვრო სკოლაში გამოფენა 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით