სიახლეები

სიახლეები

14 თებერვალი, 2019

გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს

გორში წმინდაწყლის დასახლებაში არსებული მინი სპორტული მოედანი ისევ დაზიანებულია. ობიექტი კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპმა საფეხბურთო კლუბმა „გორმა“, 2017 წლის შემდეგ აღნიშნულ მოედანს უკვე რამდენჯერმე ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ორგანიზაცია ქალაქის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. გორის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "გორის" არაერთი მიმართვის მიუხედავად, ისევ გრძელდება ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ობიექტების მიმართ მოსახლეობის ინდიფერენტული დამოკიდებულება.

მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული მოედანი ერთ-ერთია იმ ათს შორის, რომლიც დამხმარე ნაგებობებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, 2017 წელს მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 300 000 ლარი შეადგინა. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის (მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით) თანაფინანსირებით განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების წილმა 290 ათასი ლარი შადგინა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით