სიახლეები

სიახლეები

01 თებერვალი, 2019

ხელისუფლების წარმომადგენლები აძვსა და ახლუბანში

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალუბანსა და აძვში სოფლის მოსახლეობის კრებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი ესწრებოდნენ.

აძვისა დ ახალუბნის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია აირჩია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ფერმერებთან იმ შესაძლებლობებსა და პროგრამებზე ისაუბრა , რომლებსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით