სიახლეები

სიახლეები

31 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრება 81 სოფელში ჩატარდა

დღეს, 31 იანვარს, მოსახლეობასთან შეხვედრები მეჯვრისხევში, ახრისში, ციცაგიაანთ კარში, კირბალსა და ზერტში იმართება. 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტები უკვე შეირჩა გორის მუნიციპალიტეტის 81 სოფელში.

ადგილობრივებმა საერთო კრებებზე გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღეს. დარჩენილი სოფლების მოსახლეობა მიმდინარე წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს 6 თებერვლამდე შეარჩევს. სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ობიექტების შენობების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემის მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაიგეგმა.

საერთო კრებები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით იმართება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით